ფეხბურთი

11:06 | 4.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ირის ანტმანი: "ამ თამაშში დაშვებულ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და გამოცდილებად გამოვიყენოთ"

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა საბერძნეთის ნაკრებთან მარცხის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, უხეში შეცდომა დაუშვეს, რაც ფეხბურთში უპატიებელია და ამიტომ, წააგეს:

„ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელიც მაღალ ტემპში და აგრესიულად თამაშობდა. განსაკუთრებით, პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მეორე ნახევარში შეტევაში უკეთ გამოვიყურებოდით და გოლის გატანის შესაძლებლობებიც გვქონდა. სამწუხაროდ, მიზანს ვერ მივაღწიეთ, გოლები კი ჩვენი უხეში შეცდომების შედეგად გავუშვით. ფეხბურთი ასეთ შეცდომებს არ გპატიობს. დარწმუნებული ვარ, ამით არაფერი დასრულდება, შემდეგ მატჩი ფარერებზე გვაქვს, ივნისში კი, როდესაც ფეხბურთელები უკეთეს სათამაშო ფორმაში იქნებიან, ორივე მეტოქეს საკუთარ მოედანზე ვუმასპინძლებთ. ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს და ვამაყობ ჩემი გუნდით, დღევანდელ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და ეს გამოცდილებად გამოვიყენოთ“, - თქვა ანტმანმა.

გარდა ამისა, კომენტარი გააკეთა ნაკრების ფეხბურთელმა თამარ ტატუაშვილმა:

„რა თქმა უნდა, რთული თამაში იყო, რადგან პირველი მატჩი გახლდათ, მაგრამ სრული მობილიზებით ვითამაშეთ, ყველამ ვინც ითამაშა და არ ითამაშა, ყველაფერი გავიღეთ. არაფერი არ დამთავრებული, მომავალ მატჩებში ყველაფერს ვიზამთ, რომ ჯგუფიდან გავიდეთ. დიდი მადლობა გულშემატკივარს, რომლებიც მოვიდნენ, ერთი ადამიანიც რომ მოვიდეს, მისთვის დავიხარჯებით და მომდევნო მატჩებში ყველაფერს გავაკეთებთ“.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 18 აპრილს, სტუმრად ფარერების წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167613