კალათბურთი

10:30 | 4.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 9 ქულა და "ორლანდოს" გამარჯვება "ვაშინგტონთან"

NBA-ში ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ მოგების გემო გაიხსენა გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმა", რომელმაც საკუთარ მოედანზე "ვაშინგტონ ვიზარდს" უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად 126:109 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 21:28 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში 9 ქულას, 6 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემას და 1 დაფარებას მოუყარა თავი. გოგამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 8 საჯარიმო სროლიდან 5-ჯერ ჩააგდო ზუსტად.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი "ორლანდოს" მხრიდან პაოლო ბანკერო გახდა, რომელმაც 37 ქულას, 5 მოხსნასა და 6 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

შეგახსენებთ, რომ "ორლანდო" 32 მოგებითა და 28 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო შეხვედრას 6 მარტს "დალას მავერიკის" წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163324