მადრიდის "ატლეტიკო" ესპანეთის თასის ფინალში ითამაშებს, დიეგო სიმეონეს გუნდმა ნახევარფინალური ეტაპის 2-მატჩიან დაპირისპირებაში "ბარსელონა" 4:3 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ "ატლეტიკოს" გუნდის კაპიტანმა კოკემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"ძალიან რთული მატჩი გამოვიდა, "ბარსელონამ" საოცრად ითამაშა. როდესაც მესამე გოლი გავუშვით, ყველას გვინდოდა მატჩი რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო. იმ მომენტში ვინც სათადარიგოთა სკამზე ვიყავით ამის ატანა აღარ შეგვეძლო. საბოლოოდ მიღწეულით ძალიან ბედნიერები ვართ, ეს ჩემს კარიერაში ყველაზე ბედნიერი მარცხი იყო. ბოლო 5 ან 6 წელია ტიტული არ მოგვიპოვებია და მაქსიმალურად ვეცადეთ ფინალში გასასვლელად ყველაფერი გაგვეკეთებინა. ჩვენმა გულშემატკივრებმა ეს დაიმსახურეს", განაცხადა კოკემ.
შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკოს" პირველი შეხვედრა 4:0 ჰქონდა მოგებული, ხოლო მეორე მატჩში 0:3 დამარცხდა, მაგრამ ფინალში გასვლა მაინც მოახერხა. ჰანსი ფლიკის გუნდს ქამბექამდე ძალიან ცოტა დააკლდა.





