ფეხბურთი

13:00 | 4.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

არტურო ვიდალი: "მადლობა"რეალს", რადგან VAR-ი სწორედ მათ გამო დაინერგა"

38 წლის ჩილელმა ფეხბურთელმა არტურო ვიდალმა ჟურნალისტებთან საუბრისას მადრიდის "რეალზე" მორიგი მწვავე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ყოველ ჯერზე, როდესაც "რეალის" წინააღმდეგ უწევდა თამაში, უსამართლობის შეგრძნება ჰქონდა, რადგან მსაჯები მათ სასარგებლოდ ბევრ შეცდომებს უშვებდნენ.

"ჩვენ "რეალს" მადლობა უნდა გადავუხადოთ, რადგან VAR-ი (ვიდეო მსაჯი) სწორედ მათ გამო დაინერგა. წარსულში ბევრი შეცდომები ხდებოდა და ყოველ ჯერზე, როდესაც "რეალის" წინააღმდეგ ვთამაშობდი უსამართლობის განცდა მაწუხებდა, მსაჯები მათ სასარგებლოდ ბევრ შეცდომებს უშვებდნენ და ყოველთვის თავს მოტყუებულად ვგრძნობდი", - განაცხადა ვიდალმა.

შეგახსენებთ, რომ არტურო ვიდალს კარიერის განმავლობაში "ბაიერნში", "იუვენტუსში" და "ბარსელონაში" უთამაშია. ჩილელი ფეხბურთელი ამჟამად სამშობლოში "კოლო-კოლოს" ღირსებას იცავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092663