NBA-ში ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ მოგების გემო გაიხსენა გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმა", რომელმაც საკუთარ მოედანზე "ვაშინგტონ ვიზარდს" უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად 126:109 დაამარცხა.
გოგა ბითაძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 21:28 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში 9 ქულას, 6 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემას და 1 დაფარებას მოუყარა თავი. გოგამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 8 საჯარიმო სროლიდან 5-ჯერ ჩააგდო ზუსტად.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე "ორლანდოს" მთავარმა მწვრთნელმა ჯამალ მოსლიმ გოგა ბითაძეზე ისაუბრა, მან ქართველი ცენტრი შეაქო და აბსოლუტური პროფესიონალი უწოდა.
"კი კარტერს ტრავმა აქვს, მან თამაშამდე ცოტა ხნით ადრე კოჭში ტკივილი იგრძნო, რის გამოც ყველაფერი შეიცვალა. მინდა ყველამ კარგად მომისმინოს სწორედ ამიტომ არის გოგა ბითაძე აბსოლუტური პროფესიონალი. ის უბრალოდ მატჩის წინ ხურდებოდა, არაფერი არ იცოდა და ხშირ შემთხვევაში სათადარიგოდან უწევს თამაში. ვინ იცის რამდენი ხანია მას არ უთამაშია, მაგრამ მას აქვს უნარი, რომ მზად იყოს და მაშინვე თამაშში ჩაერთოს, ითამაშოს იმ გეგმით რასაც გუნდი თამაშობს, დაიცვას კონკრეტული მოთამაშე, გააკეთოს სწორი რამ და ნებისმიერ შემთხვევაში ითამაშოს სრული ენერგიით", - განაცხადა მოსილიმ.
შეგახსენებთ, რომ "ორლანდო" 32 მოგებითა და 28 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო შეხვედრას 6 მარტს "დალას მავერიკის" წინააღმდეგ გამართავს.







