მიუნხენის "ბაიერნი" ნიგერიელი თავდამსხმელით ვიქტორ ოსიმენით დაინტერესდა, აღნიშნულ ინფორმაციას ინსაიდერი და სპორტული ჟურნალისტი სებასტიან დენისი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერი" ვიქტორ ოსიმენს ჰარი კეინის შემცვლელად განიხილავენ და თუ ინგლისელი ზაფხულში კლუბის დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს, შესაძლოა ნიგერიელმა "ბაიერნის" მაისური მოირგოს. როგორც ირკვევა ვინსენტ კომპანიმ ხელმძღვანელობას აღნიშნულ საკითხზე კონსულტაცია უკვე გაიარა და ოსიმენის კანდიდატურაც ძალიან მოსწონს.
შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინი "ბაიერნის" რიგებს 2023 წელს შეუერთდა და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, თუმცა მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ინგლისელის დამატებით ევროპის არაერთი წამყვანი კლუბები არიან დაინტერესებულნი, ასევე საქმეში არიან საუდის არაბეთის წარმომადგენლებიც.





