სხვა

14:10 | 4.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჰენრი სეხუდო: "დვალიშვილმა ხელში ამიყვანა და ამისთვის შურისძიება მინდა"

UFC-ის ორი წონის ყოფილმა ჩემპიონმა ჰენრი სეხუდომ MMA Junkie-თან მერაბ დვალიშვილთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, მას მერაბთან შურისძიება სურს და გამარჯვებაში დარწმუნებულია.

"ეს უბრალო დაპირისპირება არ იქნება, რა თქმა უნდა, შურისძიება მსურს იმ ყველაფრისთვის რაც მან გამიკეთა. მან ბრძოლისას ხელში ამიყვანა და ახლა ზუსტად იმავეს ვაპირებ. როდესაც გავიგე, რომ RAF (ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაცია) მერაბ დვალიშვილთან აფორმებდა კონტრაქტს, მათ მაშინვე ვუთხარი, რომ მასთან ბრძოლა მსურდა. გართობა არ მაინტერესებს, ამ შეხვედრას სრული სერიოზულობით ვუდგები და დარწმუნებული ვარ, რომ დვალიშვილიც ამას ასე უყურებს.

მერაბი ძალიან მომწონს, იცის როგორ გაყიდოს ბრძოლები და როგორ აიყოლიოს პუბლიკა. მასთან ბრძოლა კარიერის პიკში მსურდა და ახლა შანსი მეძლევა მას ჭიდაობაში დავუპირისპირდე და რეალურად ვაჩვენო თუ რა შემიძლია", - განაცხადა სეხუდომ.

შეგახსენებთ, რომ ჰენრი სეხუდოსა და მერაბ დვალიშვილის დაპირისპირება ჭიდაობაში უკვე ჩანიშნულია და ის 18 აპრილს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171225