სხვა

17:45 | 4.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

პიოტრ იანი: "ბოლო ბრძოლაში მერაბი ხარი იყო, რომელსაც წითელი ნაჭრით გასასვლელისკენ მივაცილებდი"

UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონმა პიოტრ იანმა არიელ ჰელვანისთან ინტერვის დროს მერაბ დვალიშვილთან გამართულ ბრძოლაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა, მისი თქმით ქართველი მებრძოლი ბოლო ბრძოლაში ხარს ჰგავდა, რომელსაც წითელი ნაჭრით გასასვლელისკენ მიაცილებდა.

"ჩვენს მეორე ორთაბრძოლაში მაქსიმალურად მომზადებული და ჯანმრთელი ვიყავი, განსხვავებით პირველი დაპირისპირებისა, სადაც მარჯვენა ხელი მქონდა დაზიანებული და არაფრის გაკეთება შემეძლო. იმ ბრძოლაში მარჯვენა ხელი მხოლოდ ოთხჯერ მოვიქნიე. მერაბი კარგი მებრძოლია და მაღალი დონე არაერთხელ დაამტკიცა, თუმცა მე მისი ყველა დეტალი შესწავლილი მქონდა და ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ის ბოლო ბრძოლაში ხარს ჰგავდა, რომელსაც წითელი ნაჭრით გასასვლელისკენ მარტივად ვაცილებდი", განაცხადა იანმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან 7 დეკემბერს გამართულ ბრძოლაში დამარცხდა და საჩემპიონო ქამარი დათმო. როგორც მედიაში აქტიურად იწერება მებრძოლები ერთმანეთს კიდევ ერთხელ უნდა დაუპირისპირდნენ, თუმცა ჯერჯერობით თარიღი უცნობია, რადგან რუსი მებრძოლი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095665