ფეხბურთი

14:42 | 4.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ცოტნე კაპანაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

"დუნაისკა სტრედას" ქართველი ფეხბურთელი ცოტნე კაპანაძე Nikeliga-ს ოფიციალურმა გვერდმა სლოვაკეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

"დუნაისკა სტრედა" ბოლო ტურში სტუმრად "ჟილინას" დაუპირისპირდა, აღნიშნული შეხვედრა ფრედ 0:0 მორჩა. ხსენებულ შეხვედრაში ცოტნე კაპანაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მინდორზე 90 წუთი გაატარა. ქართველი ფეხბურთელის თამაში სხვადასხვა სტატისტიკურმა გვერდებმა 7.9 ქულით შეაფასეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო. გარდა კაპანაძისა, მატჩი კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშა, "ჟილინას" ძირითადში იყო ალექსანდრე ნარიმანიძე, რომელმაც ასევე შეუცვლელად ითამაშა.



შეგახსენებთ, რომ ცოტნე კაპანაძეს მიმდინარე სეზონში 19 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და თავი 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165259