ფეხბურთი

15:20 | 4.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკი: "ყველა ფეხბურთელმა თავისი მაქსიმუმი გაიღო და ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის თასის ნახევარფინალში "ატლეტიკოსთან" (ორი მატჩის ჯამში 3:4) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. გერმანელმა სპეციალისტმა მარცხის მიუხედავად ფეხბურთელები შეაქო.

"კარგი მატჩი ჩავატარეთ და მიუხედავად იმისა, რომ ტურნირს გამოვეთიშეთ კმაყოფილი ვარ. მინდა ყველა თამაშში ასეთი გუნდი ვნახო. ყველა ფეხბურთელი დაღლილია, რადგან მათ მოედანზე თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გაიღეს. თუ ასეთ თამაშს გავაგრძელებთ, ჩვენს შეჩერებას ვერავინ შეძლებს.

ახლა მაქსიმალურად უნდა აღვიდგინოთ ძალები და მომდევნო მატჩებზე ვიფიქროთ, ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ რთული გზა გვაქვს. "ნიუკასლი" ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა იქამდე "ბილბაოსთან" გვაქვს მატჩი", - განაცხადა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკოს" პირველი შეხვედრა 4:0 ჰქონდა მოგებული, ხოლო მეორე მატჩში 0:3 დამარცხდა, მაგრამ ფინალში გასვლა მაინც მოახერხა. ჰანსი ფლიკის გუნდს ქამბექამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16452