ფეხბურთი

15:58 | 4.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ალვარო არბელოა შესაძლოა მასიმილიანო ალეგრიმ ჩაანაცვლოს

მადრიდის "რეალის" ბოლო პერიოდში დაფიქსირებული შედეგების გამო არვალო არბელოაზე ზეწოლა დღითიდღე იზრდება და როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი იტყობინება ფლორენტინო პერესი უკვე ალტერნატივებს განიხილავს.

წყაროს ცნობით, "რეალის" პრეზიდენტს მასიმილიანო ალეგრის ვარიანტი ყველაზე მეტად ხიბლავს და დიდი სურვილი აქვს 2026-2027 წლების სეზონის წინ მისი გუნდი სწორედ იტალიელმა სპეციალისტმა ჩაიბაროს.

ალეგრი ამჟამად "მილანის" მთავარი მწვრთნელია და კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, თუმცა გამოცემის ცნობით მადრიდელები ამ საკითხში პრობლემას ვერ ხედავენ.

შეგახსენებთ, რომ "რეალმა" ლა ლიგაში ზედიზედ ორი მატჩი წააგეს და ლიდერ "ბარსელონას" უკვე 4 ქულით ჩამორჩებიან. აქვე ისიც სათქმელია, რომ "ხეტაფესთან" წაგებული შეხვედრის (0:1) შემდეგ გულშემატკივრები ფლორენტინო პერესის წასვლასაც მოითხოვდნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092513