ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურში „ლივერპული“ ბოლოადგილოსან „ვულვზთან“ 1:2 დამარცხდა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. მატჩის შემდეგ "მერსისაიდული" კლუბის ლეგენდამ სტივენ ჯერარდმა TNT Sports-თან ისაუბრა და ფეხბურთელები მკაცრად გააკრიტიკა, ამასთან ინგლისელმა არნე სლოტს რჩევა მისცა.
"დღეს ჩვენ უმოტივაციო გუნდი ვიხილეთ, არცერთ ფეხბურთელს თამაშის მოტივაცია და ხალისი არ ეტყობოდათ. მინდა გამოვყო რიო ნგუმოჰა, რომელმაც მცირე დროში იმაზე მეტი შეძლო ვიდრე 65 წუთის განმავლობაში. აქედან გამომდინარე ვთვლი და მგონია, რომ თუ გუნდს FA თასზე წარმატების მიღწევა უნდა სლოტმა ნგუმოჰა ძირითად შემადგენლობაში უნდა დააყენოს.
შეტევაში არსებული პრობლემების გარდა, სახეზეა დაცვის არასტაბილური თამაში, პირველი გოლის დროს კონატე და ვან დაიკი არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, ხოლო მეორე გოლში ალისონის წვლილი ძალიან დიდია. საბოლოო ჯამში ბოლო ადგილოსანი "ვულზი" მოედანე თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა და "ლივერპული" მარტივად გააკონტროლა. თუ FA თასზე წარმატების მიღწევა გვინდა რაღაც უნდა შეიცვალოს წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გასვლა გაგვიჭირდება", - განაცხადა ჯერარდმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ 48 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 15 მარტს, „ტოტენჰემს“ უმასპინძლებს, ხოლო იქამდე FA თასის 1/8 ფინალში 7 მარტს 00:00 საათზე კვლავ "ვულვზს" დაუპირისპირდება.





