„ბარსელონას“ ჟულ კუნდე და ალეხანდრო ბალდე გამოაკლდნენ. ორივე ფეხბურთელი მადრიდის „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაში დაშავდა.
კუნდეს ბარძაყის პრობლემა აქვს და რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს, იგივე დაზიანება აღენიშნება ბალდეს, რომელიც მოედანზე დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში ვერ გავა.
ბალდემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 34 უგოლო მატჩი ჩაატარა, ხოლო ჟულ ჯუნდემ 40 თამაშში 3 გოლის გატანა მოახერხა.





