ფეხბურთი

21:00 | 4.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ფეხბურთელების გოლები უზბეკეთის ჩემპიონატში

უზბეკეთის ჩემპიონატის მეორე ტურში ქართველმა ფეხბურთელებმა გოლები გაიტანეს.

„კოკანდი“ საკუთარ მეოდანზე „ფახთაქორთან“ 1:2 დამარცხდა, ხოლო მასპინძელთა ერთადერთი გოლი თომა ტაბატაძის აქტივშია, რომელმაც მეტოქის კარი პენალტით დალაშქრა.

„კიზილკუმმა“ საკუთარ მოედანზე „ანდიონი“ 2:1 დაამარცხა და ორმა ქართველმა გაიტანა. 35-ე წუთზე ანგარიში ჯაბა ჯიღაურმა გახსნა, ხოლო 76-ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობა ალექსანდრე ანდრონიკაშვილის გოლით აღადგინეს, რომელმაც მეტოქის კარი საჯარიმო დარტყმით დალაშქრა.

„კიზილკუმში“ ჯიღაურის გარდა, ითამაშა გრიგოლ ჩაბრაძემ, ხოლო სტუმართა შორის ანდრონიკაშვილის გარდა, მოედანზე იყო იმედა აშორტიაც.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166647