ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა სამუელ უმტიტიმ პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე დაახასიათა. როგორც მან თქვა, ესპანელი სპეციალისტი ზოგჯერ ძალიან ჯიუტია, მაგრამ ამავდროულად ამას მის ერთ-ერთ საუკეთესო თვისებად მიიჩნევს.
„ზოგჯერ ის ცოტა ჯიუტია, რადგან როგორც კი, რაღაც იდეა უჩნდება, შეუძლებელია, აბსოლუტურად შეუძლებელია, მისი აზრის შეცვლა. თუმცა, ჩემი აზრით, ეს ასევე მისი ერთ-ერთი უდიდესი თვისებაა. ჩემთვის მწვრთნელის მთავარი არსი სწორედ ეს არის. საქმე ეხება გზავნილის გადაცემას და იმის უზრუნველყოფას, რომ მოთამაშეები სჯეროდეთ იმის, რისიც მწვრთნელს სჯერა. მან უკვე ყველაფერი მოიგო“, - თქვა უმტიტიმ.
შეგახსენებთ, რომ სამუელ უმტიტი ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით „ბარსელონაში“ თამაშობდა.





