„ლივერპულის“ ფეხბურთელმა ვირჯილ ვან დეიკმა „ვულვზთან“ მარცხის (1:2) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ჩემპიონთა ლიგის საგზური აუცილებლად უნდა მოიპოვონ:
„ჩემპიონთა ლიგაზე თუ ვერ გავალთ, ეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 100%-ით იმოქმედებს. ფსონები ძალიან მაღალია, როდესაც „ლივერპულში“ თამაშობ, ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გახვიდე“, - თქვა ვან დეიკმა.
„ლივერპული“ 48 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 15 მარტს, „ტოტენჰემს“ უმასპინძლებს. თუმცა, არნე სლოტის გუნდისთვის კარგი ისაა, რომ პრემიერლიგიდან ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე სეზონშიც დიდი ალბათობით 5 გუნდი გავა.





