ფეხბურთი

23:59 | 4.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე მოედანზე დაბრუნებას არ ჩქარობს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ გადაწყვიტა, მოედანზე დაბრუნება არ იჩქაროს. ესპანური მედიის ცნობით, ფეხბურთელს მარცხენა მუხლის უკანა ჯვარედინი მყესის პრობლემა აქვს.

ექიმები აფრთხილებენ, რომ თუ ფრანგი „ნაღების“ გუნდში თამაშს გრაფიკზე ადრე დაიწყებს, სიტუაცია შეიძლება მნიშვნელოვნად გაუარესდეს. თავად ფეხბურთელი რისკზე წასასვლელად მზად არ არის, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატამდე სამ თვეზე ნაკლები რჩება.

2025/26 წლების სეზონში კილიან მბაპემ 33 მატჩი ჩაატარა, 38 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა. მადრიდის „რეალი“ ამჟამად ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091577