მილანის „ინტერი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მეკარის დამატებას გეგმავს. იტალიელები იან ზომერის თამაშით კმაყოფილი არ არიან და შვეიცარიელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
შესაბამისად, „ნერაძურის“ ზომერის შემცვლელის ძებნა უკვე დაწყებული აქვს. ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მილანელთა ერთ-ერთი ფავორიტი „ტოტენჰემის“ კარის დარაჯი გულიელმო ვიკარიოა.
ბოლო დღეებში მეკარისა და კლუბის წარმომადგენლებს შორის უკვე გაიმართა შეხვედრა შესაძლო ტრანსფერის პირობების განსახილველად. სხვა დეტალები ჯერ უცნობია. აღსანიშნავია, რომ ვიკარიოს იტალიური მედია ტურინის „იუვენტუსსაც“ უკავშირებს.
გულიელმო ვიკარიო „ტოტენჰემში“ 2023 წლიდან თამაშობს და 111 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მანამდე ის „ემპოლის“, „კალიარის“, „პერუჯას“, „ვენეციას“ და „უდინეზეს“ წევრი იყო.





