ფეხბურთი

1:40 | 5.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

გოჩოლეიშვილის 90 წუთი "ლევერკუზენთან", "ჰამბურგი" დამარცხდა

გერმანიის ბუნდესლიგაში მე-17 ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „ლევერკუზენმა“ სტუმრად „ჰამბურგი“ 1:0 დაამარცხა.

მატჩის ბედი კრისტიან კოფანემ გადაწყვიტა, რომელმაც 73-ე წუთზე გაიტანა თამაშის ერთადერთი გოლი.

შეუცველელად ითამაშა გიორგი გოჩოლეიშვილმა, რაც აღსანიშნავი ფაქტია, რადგან ქართველ მცველს ბოლო დროს სათამაში დრო მნიშვნელოვნად შეზღუდული აქვს. გოჩოლეიშვილის აქტივში ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 19 მატჩი და 1 საგოლე პასია.

„ჰამბურგი“ 26 ქულით მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 7 მარტს, „ვოლფსბურგს“ ესტუმრება. „ლევერკუზენი“ 43 ქულით მეექვსე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088068