ესპანეთის თასის ნახევარფინალში სან სებასტიანის „სოსიედადმა“ „ბილბაო“ მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
მატჩის მიწურულს მიკელ ოიარსაბალმა პენალტით გაიტანა გადამწყვეტი გოლი და ბასკური დერბი „სოსიედადმა“ 1:0 მოიგო, ხოლო ორი მატჩის ჯამში 2:0 გაიმარჯვა, რადგან „სან მამესზეც“ 1:0 ჰქონდა მოგებული.
ესპანეთის თასის ფინალში 18 აპრილს, „სოსიედადი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში „ბარსელონა“ ორი შეხვედრის ჯამში 4:3 დაამარცხა.





