ფეხბურთი

2:15 | 5.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერის" შესანიშნავი სერია "ნიუკასლმა" შეწყვიტა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდებული სერია შეწყდა. „წითელი ეშმაკები“ ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურში „ნიუკასლთან“ დამარცხდნენ.

45-ე წუთზე „ჯორდები“ მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, რადგან ჯეიკობ რემზი გააძევეს. თუმცა, პირველი ტაიმის მეექვსე კომპენსირებულ წუთზე კაცნაკლული „ნიუკასლი“ ენტონი გორდონის გოლით დაწინაურდა.

„მანჩესტერმა“ ტაიმი მაინც არ წააგო: მეცხრე კომპენსირებულ წუთზე კაზემირომ წონასწორობა აღადგინა. თუმცა, მაიკლ კერიკის გუნდმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენა, მეორე ნახევარში ვერ გაიტანა, 90-ე წუთზე კი საკუთარ კარში გაუშვა გოლი - ვილიამ ოსულამ „ნიუკასლს“ სამი ქულა მოუტანა - 2:1.

მაიკლ კერიკის ხელში „მანჩესტერს“ 7-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა (6 მოგება, 1 ფრე), ხოლო უშუალოდ პრემიერლიგაში გუნდს 11-თამაშიანი დადებითი სერია ჰქონდა (7 მოგება, 4 ფრე) და ბოლო მარცხი ჩემპიონატში 21 დეკემბერს განეცადა (ყველა ტურნირზე 11 იანვარს, როცა ასოციაციის თასზე ბრაიტონთან დამარცხდა).

„მანჩესტერ იუნაიტედი“ 51 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში „ასტონ ვილას“ უმასპინძლებს, რომელსაც ასევე 51 ქულა აქვს. „ნიუკასლი“ 39 ქულით მე-12 საფეხურზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092543