ფეხბურთი

10:26 | 5.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ კერიკმა განმარტა „მანჩესტერ იუნაიტედის“ „ნიუკასლთან“ დამარცხების მიზეზი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ კერიკმა განმარტა გუნდის ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურში „ნიუკასლთან“ სტუმრად 1:2 დამარცხების მიზეზი. აღსანიშნავია, რომ „წითელ ეშმაკებს“ 45-ე წუთიდან ერთკაციანი უპირატესობა ჰქონდათ.

„არ მგონია, რომ საქმე მოწინააღმდეგეს 10 კაცით დარჩენაში იყოს. საქმე თამაშის ხარისხშია. არანაირი გამართლება: ყველანი ვიღებთ პასუხისმგებლობას მარცხზე და გვესმის სიტუაცია“, - ციტირებს კერიკის სიტყვებს Sky Sports.

ეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველი მარცხია მაიკლ კერიკის ხელმძღვანელობით. „წითელმა ეშმაკებმა“ მისი ხელმძღვანელობით მანამდე ექვსი მატჩი მოიგეს და ერთი ფრედ ითამაშეს. კლუბს 51 ქულა აქვს და პრემიერლიგის ცხრილში მესამე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167419