„ნიუკასლის“ მთავარმა მწვრთნელმა ედი ჰოუმ კომენტარი გააკეთა ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2:1 გამარჯვებაზე.
„ფანტასტიკური საღამო. შესანიშნავი თამაში დასაწყისიდან ბოლომდე. ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ. მთავარი საზრუნავი იყო, თუ როგორ ვითამაშებდით მეორე ტაიმში (გაძევების შემდეგ). გვინდოდა გადაჯგუფება. ვფიქრობ, ჯეიკობ რემსის გაძევება ძალიან უსამართლო იყო. არ მგონია, რომ ის ცრუობდა და პენალტს ტყულიად ითხოვდა“.
ვიცოდით, რომ ბურთი უმეტესად მეტოქეს ექნებოდა და კარგად დაცვა დაგვჭირდებოდა. ბოლო დროს ჩვენს დაცვასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაჩნდა, ამიტომ ეს მატჩი კარგი შესაძლებლობა იყო ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად და ჩვენც ასე მოვიქეცით.
ოსულას გამარჯვების გოლი? მან გულშემატკივრებს წარმოუდგენელი სიხარული აჩუქა. ვიმედოვნებ, ეს მისთვის გარდამტეხი მომენტი იქნება.
„ნიუკასლმა“ დაამტკიცა, რომ შეუძლია ნებისმიერ გუნდთან კონკურენცია“, - ციტირებს ჰოუს სიტყვებს BBC.
„ნიუკასლ იუნაიტედს“ 39 ქულა აქვს და პრემიერლიგის ცხრილში მე-12 ადგილზეა.





