კროკობეთი ქართული სპორტისა და სპორტსმენების მხარდაჭერის ტრადიციას აგრძელებს და კომპანია თანამშრომლობას ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ ფეხბურთელთან იწყებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვილიარეალის თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე მომდევნო წლების განმავლობაში კროკობეთის ამბასადორი იქნება.
„ეს თანამშრომლობა ჩვენთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ქართველი სპორტსმენის მხარდაჭერა, რომელიც განასახიერებს შრომისმოყვარეობას, გამძლეობასა და ამბიციას, სრულად შეესაბამება ჩვენს ღირებულებებსა და ბრენდის რწმენას.
გიორგი მიქაუტაძემ არაერთხელ დაამტკიცა საკუთარი შესაძლებლობები ევროპის გამორჩეულ საფეხბურთო არენებზე და ვამაყობთ, რომ ასეთ მნიშვნელოვან გზაზე მის გვერდით ვდგავართ.
ამიერიდან გიორგისთან, როგორც კროკობეთის ბრენდ ამბასადორთან ერთად, გზა მიზნიდან გამარჯვებამდე გრძელდება — ჩვენ კი ყოველთვის მზად ვართ წარმატების მორიგი ეტაპებისთვის.
ამასთან, კომპანია კროკობეთი უახლოესი წლების განმავლობაში ესპანურ კლუბთანაც ითანამშრომლებს და მომდევნო ორი წლის განმავლობაში ვილიარეალის რეგიონული სპონსორი იქნება“, - კროკობეთის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნიკო ადეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალში 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლიონიდან გადავიდა და „ყვითელ წყალქვეშა ნავთან“ ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისთვის სადებიუტო სეზონში, ქართველი ფორვარდის ანგარიშზე, ყველა ტურნირის ეგიდით გამართულ 33 მატჩში 11 გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემაა.
გიორგი მიქაუტაძისა და კროკობეთის პარტნიორობა კომპანია Sports Orient-ის მონაწილეობით შედგა.
https://croco.ge/show/news/85387/miqautadze-krokobetis-ambasadori-gakhda
®







