იტალიურ ნაპოლისთან და გერმანულ ჰაიდენჰაიმთან წარმატებული პარტნიორობის შემდეგ, კომპანია კროკობეთი ევროპის ტოპ ჩემპიონატის კიდევ ერთ წარმომადგენელ ვილიარეალთან თანამშრომლობას იწყებს.
ქართველი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა ის, რომ ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი მიქაუტაძე წარმოგვადგენს, რომელიც ვილიარეალის ღირსებას იცავს.
„ჩვენთვის საამაყოა, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას ვილიარეალთან მიმდინარე სეზონის დარჩენილი პერიოდისა და მთელი მომდევნო სეზონის განმავლობაში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო საფეხბურთო ასპარეზზე რეგიონული სპონსორის სტატუსით გამოვდივართ. ნაპოლისა და ჰაიდენჰაიმის შემდეგ, ვილიარეალთან ახალი პარტნიორობით კიდევ უფრო ვაძლიერებთ ჩვენს პოზიციებს. როგორც ქართული ბრენდი, ვრჩებით ერთგული იმ გუნდებისადმი, სადაც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ, ვითარდებიან და წარმატებას აღწევენ.
სასიხარულოა, რომ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ როგორც ევროპულ, ისე ქართულ საფეხბურთო ინდუსტრიაში“, - კროკობეთის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნიკო ადეიშვილი
„ვილიარელისთვის კროკობეთთან ეს პარტნიორობა ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯია, რომელიც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ჩვენს გულშემატკივრებს. გვახარებს და ვაფასებთ იმ მხარდაჭერას, რომელსაც ამ ბრენდისგან ვიღებთ. უფრო მეტიც, მათი გადაწყვეტილება, რომ მხარში დაუდგნენ გიორგი მიქაუტაძეს, ადასტურებს, რომ საერთო ხედვა გვაერთიანებს. ამ შეთანხმებით ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ სულისკვეთებას და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ბაზრებზე ერთად მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწევთ“, - ვილიარეალის კომერციული დირექტორი, ხუან ანტონ დე სალას.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალში 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლიონიდან გადავიდა და „ყვითელ წყალქვეშა ნავთან“ ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისთვის სადებიუტო სეზონში ქართველი ფორვარდის ანგარიშზე, ყველა ტურნირის ეგიდით გამართულ 33 მატჩში 11 გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემაა.
https://croco.ge/show/news/85386/krokobeti-viliarealis-regionuli-sponsori-gakhda
®







