ფეხბურთი

13:42 | 5.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბრუნუ ფერნანდეში „მანჩესტერ იუნაიტედის“ პრემიერლიგის ყველა დროის რეკორდს მიუახლოვდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანმა ბრუნუ ფერნანდეშმა პრემიერლიგის 29-ე ტურში „ნიუკასლ იუნაიტედთან“ 1:2 წაგებულ მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა და კლუბის ყველა დროის რეკორდს მიუახლოვდა.

სტატისტიკურ ანალიტიკური ვებ-გვერდის, Opta Sports-ის ცნობით, ეს საგოლე გადაცემა პორტუგალიელის მე-14 იყო პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში. ტურნირის ერთ სეზონში „წითელი ეშმაკების“ რიგებში მეტი საგოლე გადაცემა მხოლოდ დევიდ ბექემმა შეასრულა, 1999/2000 წლების სეზონში მან 15 საგოლე გადაცემა მიითვალა.

პორტუგალიელმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა, შვიდი ბურთი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა. კლუბთან მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088223