„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურში „ნოტინგემ ფორესტთან“ 2:2 ფრედ დასრულებულ მატჩზე ისაუბრა.
„შედეგით იმედგაცრუებული ვარ. ყველაფერი ისევ სწორად გავაკეთეთ. თამაშის ბოლოს და მსვლელობისას შანსები გვქონდა. ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ბევრი კარგი შანსი იყო, მაგრამ მეტი უნდა გაგვეტანა. შინ გამარჯვება მნიშვნელოვანია, მაგრამ „სიტი“ ზრდას აგრძელებს.“
არდანიშნული პენალტი? არაფერი მაქვს სათქმელი. ტიტულისთვის ბრძოლა? წინ გველის მატჩი ნიუკასლთან ასოციაციის თასზე, შემდეგ ჩემპიონთა ლიგის თამაში მადრიდში „რეალთან“ და ყველაფერს მატჩიდან მატჩამდე ვანვითარებთ. მიჩვეულები ვართ მრავალ ტურნირში მონაწილეობას. წინ კიდევ ბევრი მატჩია", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს BBC.
„მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა 60 ქულით.





