ფეხბურთი

14:47 | 5.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მიკელ არტეტამ „არსენალში“ ემოციურ პრობლემებზე დაიჩივლა

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ განაცხადა, რომ მისი გუნდის ფეხბურთელები რთულ ემოციურ პერიოდს გადიან და აღნიშნა, რომ ისინი ბევრ პრობლემას განიცდიან. „არსენალი“ ამჟამად ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში პირველ ადგილზეა, 29 მატჩიდან 64 ქულით.

„ემოციურად, ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ყველაფერს, რის წინაშეც ვდგავართ. ბევრ მოთამაშეს საკმარისი პრობლემები აქვს. ისინი სათანადოდ არ ვარჯიშობენ და იძულებულნი არიან, წნეხს გაუძლონ.

ამიტომ, ნამდვილად ვაფასებ იმას, რასაც ისინი უმკლავდებიან“, - უთხრა არტეტამ „არსენალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.156884