საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მარკის რიდმა პირველი მატჩების შემდეგ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს და დაწერა, რომ მოუთმენლად ელოდება საქართველოს ნაკრებში კიდევ ერთხელ თამაშს:
„შესანიშნავი გამოცდილება იყო. მადლობა საქართველო! იმისთვის, რომ მომეცი შესაძლებლობა, სიამაყით და სიხარულით წარმომედგინა ქვეყანა. სამუდამოდ ოჯახი ვიქნებით, ბიჭების შესანიშნავი ჯგუფი და ჩვენი გულშემატკივრები გავიცანი, რომლებიც დიდი მხარდაჭერით გამოირჩეოდნენ. მოუთმენლად ველოდები იგივეს გამეორებას“, - დაწერა მარკისმა სოციალურ ქსელში.
მარკის რიდმა საქართველოს ნაკრებში სადებიუტო შეხვედრაში 18 ქულა, 3 მოხსნა და 5 პასი დააგროვა, ხოლო დანიასთან მეორე მატჩში გუნდს 29 ქულა, 3 მოხსნა და 7 პასი შესძინა.







