ფეხბურთი

17:20 | 5.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნს" ჰარი კეინი გამოაკლდა

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელ ჰარი კეინს მცირე ტრავმა აქვს, რის გამოც ბუნდესლიგის უახლოეს ტურში „გლადბახის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

ეს ინფორმაცია „რეკორდმაისტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

„მანუელ ნოიერი მზადაა, ჰიროკი იტო, ალფონსო დევისი და ჰარი კეინი არ არიან მზად. ჰარის წვივის კუნთის დაზიანება აქვს და ჯერ არ გამოჯანმრთელებულა, მაგრამ სერიოზული არაფერია და მხოლოდ ერთი მატჩი უნდა გამოტოვოს“, - აღნიშნა კომპანიმ.

ასე რომ, ინგლისელი ფორვარდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ატალანტასთან“ მატჩისთვის სავარაუდოდ, გუნდს დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატცში 45 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094735