მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ ვიგოს „სელტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
მან ისაუბრა, როგორც ბოლოდროინდელ წარუმატებელ შედეგებზე, ისე კილიან მბაპეს მდგომარეობაზე:
„ლა ლიგაში ზედიზედ ორი მარცხი განვიცადეთ და ისეთ კლუბში, როგორიც „რეალია“, ზეწოლის გამო მარცხის ატანა ყოველთვის რთულია, მაგრამ მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. ვიცით, რა გველის წინ და რა დონეს უნდა მივაღწიოთ. 12 თამაში დაგვრჩა და ოთხი ქულით ჩამოვრჩებით, მხოლოდ ამაზე ვფიქრობთ და სანამ მათემატიკურად შეგვიძლია ტიტულისთვის ბრძოლა, ვიბრძოლებთ. ორი მარცხის შემდეგ მესმის, რომ ატმოსფერო არც ისე პოზიტიურია.
ყოველდღე ვესაუბრები მბაპეს, რა თქმა უნდა, ნათელი სურათი გვაქვს იმის შესახებ, თუ რა ხდება მის თავს და როგორ მიდის საქმეები. ის ყოველდღე უმჯობესდება და ეს არის პროცესი, რომლის მონიტორინგსაც ყოველდღიურად გავაგრძელებთ“, - თქვა არბელოამ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგაში ბოლო ორი მატჩი წააგო და 60 ქულით მეორე ადგილზეა, „ბარსელონასთან“ ოთხქულიანი ჩამორჩენით.





