ფეხბურთი

18:33 | 5.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვიტინია: "პსჟ-ში თამაში მიყვარს, სხვაგან წასვლა სისულელე იქნებოდა"

ვიტინიამ განაცხადა „პარი სენ-ჟერმენიდან“ წასვლას არ აპირებს. როგორც პორტუგალიელმა განაცხადა, საუკეთესო კლუბშია და სხვაგან სამჯერ მეტი ხელფასიც რომ მიიღეს, ეს უფრო ბედნიერს ვერ გახდის.

„გულუბრყვილო არ ვარ. უფრო მეტად სტაბილურ კარიერაზე ვარ ორიენტირებული. ევროპაში, დიდ კლუბში ისედაც კარგ ხელფასს ვიღებ. ამ ხელფასის გაორმაგება ან სამჯერ გაზრდა, უფრო ბედნიერს არ გამხდის. ვგრძნობ, რომ ხალხი ძალიან მაფასებს და მგონია, რომ ეს სიყვარული დავიმსახურე. მიყვარს პსჟ-ში ყოფნა და ჩემი ოჯახიც. სისულელე იქნებოდა წასვლა. პსჟ-ში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

არ ვფიქრობ, რომ "რეალში" გადასვლა ამჟამად ჩემთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. პსჟ-ში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ფანტასტიკური გუნდი და წარმოუდგენელი მწვრთნელი გვყავს - ლუის ენრიკეს სახით“, - თქვა ვიტინიამ.

შეგახსენებთ, რომ ვიტინია „პარი სენ-ჟერმენში“ 2022 წლიდან თამაშობს და დღემდე 190 მატჩში 25 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე პორტუგალიელი „ვულვზის“ და „პორტუს“ ღირსებას იცავდა.

თეგებივიტინიაპსჟ
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087518