ფეხბურთი

23:25 | 5.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

დონიელ მალენი სერია A-ს თებერვლის MVP გახდა

„რომას“ თავდამსხმელი დონიელ მალენი სერია A-ს თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მალენმა ვესტონ მაკკენის (იუვენტუსი), დომენიკო ბერარდის (სასუოლო), მარკო კარნეზეკის (ატალანტა), ფედერიკო დიმარკოს (ინტერი) და მოიზე კინს (ფიორენტინა) აჯობა.

ნიდერლანდელი „რომას“ იანვარში „ასტონ ვილადან“ შეუერთდა და 7 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ხოლო კონკრეტულად თებერვალში ოთხ შეხვედრაში ამდენივე გოლი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161185