ევროლიგის 30-ე ტურში „ბარსელონა“ „ოლიმპია მილანოს“ ესტუმრა, რომლის წინააღმდეგ 84:87 დამარცხდა.
იტალიურმა კლუბმა სამ პერიოდში დიდი უპირატესობა მოიპოვა, „ბარსამ“ მხოლოდ ბოლო მეოთხედში მოახერხა ჩამორჩენის შემცირება, რომელიც 33:9 მოიგო, თორემ მანამდე სხვაობა ძალიან დიდი იყო.
საქართველოს ნაკრებში მატჩიდან სამ დღეში თორნიკე შენგელიამ კლუბში ითამაშა და თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 25 წუთში 15 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. შენგელიამ 11-დან 7 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა.
„ბარსელონა“ ევროლიგაში ზედიზედ მესამედ დამარცხდა, 17 მოგებით და 13 წაგებით კი მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში 13 მარტს, თელ ავივის „ჰაპოელს“ უმასპინძლებს.







