კალათბურთი

9:47 | 6.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტორონტო" ზედიზედ მეორედ დამარცხდა, მამუკელაშვილმა 11 ქულა ჩააგდო

NBA-ში ზედიზედ მეორედ დამარცხდა სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსი", კანადელებმა ამჯერად სტუმრად "მინესოტა ტიმბერვულზის" წინააღმდეგ 107:115 დათმეს შეხვედრა.

სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 23:38 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 11 ქულას, 2 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემას, 1 დაფარებასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. სანდრომ 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი მასპინძელთა მხრიდან რუდი გობერტი გახდა, რომელმაც შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა. ფრანგმა კალათბურთელმა 18 ქულას, 12 მოხსნასა და 5 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

შეგახსენებთ, რომ "ტორონტო" 35 მოგებითა და 27 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო მატჩს 9 მარტს "დალას მავერიკის" წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161758