NBA-ში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო "ორლანდო მეჯიქმა", გოგა ბითაძეს გუნდმა საკუთარ მოედანზე "დალას მავერიკს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ერთქულიანი უპირატესობით 115:114 იმარჯვა.
"ორლანდომ" შეხვედრა ცუდად დაიწყო და პირველი მეოთხედი 7 ქულიანი სხვაობითაც წააგო, თუმცა შემდეგ სიტუაცია გამოასწორა, მეორე და მესამე პერიოდში მეტოქეს 10-ქულიანი სხვაობით აჯობეს. დაძაბული გამოდგა მატჩის ბოლო მონაკვეთი, სადაც ქულა ქულაში მიდოდა შეხვედრა, საბოლოოდ "დალასმა" ბოლო მეოთხედი 2-ქულიანი უპირატესობით მოიგო, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ამრიგად "ორლანდომ" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.
გოგა ბითაძემ პარკეტზე 12:05 წუთი გაატარა, რა დროშიც ქართველმა ცენტრმა 8 ქულას, 4 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. გოგამ 4-დან 4 ორუქილიანი ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ "ორლანდო" 33 მოგებითა და 28 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო მატჩს 8 მარტს "მინესოტას" წინააღმდეგ გამართავს.







