მადრიდის "რეალისა" და უელსის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გარეთ ბეილმა „Stick to Football“-ის პოდკასტში საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. უელსელმა "სამეფო კლუბში" გატარებულ პერიოდი გაიხსენა და კომენტარი ზინედინ ზიდანზეც გააკეთა.
"როგორი მწვრთნელია ზიდანი? სიმართლე გითხრათ ის ბევრს არაფერს აკეთებდა. ტაქტიკაზე მხოლოდ „ბარსელონასთან“ ან „ბაიერნთან“ მატჩების წინ ვმუშაობდით, სულ რაღაც 15 წუთით და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ დაცვით ტაკტიკაზე ვსაუბრობდით, თუ როგორ უნდა დაგვეცვა თავი. მისი ფილოსოფია უფრო თავისუფლებაში იყო და მაქსიმალურად დიდ დროს ბურთთან ურთიერთობას ვუთმობდით, ბევრს ვურტყამდით კარში და შემდეგ სახლებში მივდიოდით. გასახდელში ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა და არასდროს უთანხმოება არ მომხდარა", - განაცხადა ბეილმა.
შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილი "რეალის" ღირსებას 2013-2022 წლებში იცავდა, რა დროშიც კლუბთან ერთად 3-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი, ხოლო 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.





