ფეხბურთი

12:40 | 6.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

დონალდ ტრამპი: "ლიონელ მესი პელეზე მაგარი ფეხბურთელია"

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში MLS-ის ჩემპიონ "ინტერ მაიამის" უმასპინძლა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა განსაკუთრებულად ისაუბრა ლიონელ მესიზე და როგორც მან განაცხადა არგენტინელი პელეზე მაგარი ფეხბურთელია.

"ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ვთქვა ის, რისი თქმის შანსიც მანამდე არცერთ ამერიკის პრეზიდენტს არ ჰქონია - კეთილი იყოს შენი მობრძანება თეთრ სახლში, ლიონელ მესი. ჩემი ვაჟი შენი განსაკუთრებული გულშემატკივარია და ის დიდ ადამიანად მიგიჩნევს, მადლობა რომ მოხვედი. ვფიქრობ, თანაგუნდელებისგან განსხვავებით მესი ყოველთვის დიდი წნეხის ქვეშ თამაშობს, რადგან მისგან ყოველთვის გამარჯვებას ელიან. ამერიკაში ტიტულის მოგების შემდეგ, მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები. პელე ფეხბურთში ყველაზე მაგარი იყოვო და ახლა მითხარით ვინ არის უკეთესი, მესი თუ პელე? ჩემთვის მესი პელეზე მაგარი ფეხბურთელია, თუმცა რა თქმა უნდა ისიც ძალიან მაგარი იყო", - განაცხადა ტრამპმა.


შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი "ინტერ მაიამიში" 2023 წლიდან თამაშობს და გასულ სეზონში გუნდის ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086752