ბრიტანულმა გამოცემა Anfield Watch-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც ავტორი გიორგი მამარდაშვილის საკითხსაც შეეხო და მისი აზრით ქართველი მეკარე არნე სლოტმა "ვულვზის" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში უნდა დააყენოს.
"ბოლო ცნობებით, ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე ყოფნით ძალიან უკმაყოფილოა, მას ძირითადში არ უთამაშია მას შემდეგ, რაც FA თასის მესამე რაუნდში "ბარნსლის" წინააღმდეგ ითამაშა. გიორგის ძირითადში დაყენება არის შანსი, რომ დაცვაში რაღაც შეიცვალოს. ამასთან ერთად ალისონის ფეხით თამაშმა ბოლო რამდენიმე მატჩში ისევ კრიტიკა დაიმსახურა.
თუ "ლივერპული" მართლა აპირებს რიჩარდ ჰიუზის გეგმას მიყვეს და ალისონი მამარდაშვილით ჩაანაცვლოს, მაშინ არნე სლოტს მოუწევს ქართველი გაცილებით ხშირად ათამაშოს", - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ასოციაციის თასისი 1/8 ფინალში "ლივერპული" სტუმრად "ვულვზს" დაუპირისპირდება, აღნიშნული მატჩი დღეს ჩვენი დროით 00:00 საათზე გამართება.





