ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი გუნდელი სირილ ნგონგე საფრანგეთში იმყოფებოდა და თავის მეგობარს ესტუმრა, ამასთან ერთად ბელგიელმა ფეხბურთელმა ცნობილ ფრანგულ გამოცემა L'Équipe-ის ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხვიჩას თავისი ქვეყანა ძალიან უყვარს და მას საქართველოზე თითქმის ყოველდღე ესაუბრებოდა.
"ხვიჩას თავისი ქვეყანა ძალიან უყვარს. ის ყოველდღე მელაპარაკება საქართველოზე, მეუბნება, რომ ეს მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანაა (იცინის). მომავალ ზაფხულს იქ ერთი კვირით მივდივარ.
"ვფიქრობ ხვიჩამ გასულ სეზონში პსჟ-ს წარმატებაში დიდი როლი ითამაშა. ადვილი არ არის მიხვიდე ახალ კლუბში და გარემოში... ბევრი ფეხბურთელი ისურვებდა მსგავს პირველ წელს, არა? მას უყვარს თავისი მწვრთნელი და დიდ პატივს ცემს (ლუის ენრიკე), რომელიც ცდილობს მისი თვისებების გამოვლენას. თუმცა, ხვიჩა ჯერ ახლახანს გახდა 25 წლის და მსიგან მომავალში კიდევ ბევრ რამეს ვნახავთ.
"ხალხი მას კარგად არ იცნობს, მაგრამ ხვიჩა ნამდვილი მეოჯახე ადამიანია. ის ძალიან ორიენტირებულია ოჯახზე და ხშირად არ გადის გარეთ. ვკითხე, სურდა თუ არა პარიზში დიდი ხნით დარჩენა და მან ღიმილით მიპასუხა: „არსად წასვლას არ ვაპირებ“. ხვიჩას როდესაც თავს კარგად არ გრძნობს უკმაყოფილების შეგრძნება სახეზე ეტყობა. აქ ვხედავ, რომ ის წარმატებით ვითარდება და ვიცი, რომ ბედნიერია", - განაცხადა ნგონგემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პსჯ-ში 2025 წლის იანვარში გადავიდა და კლუბთან ერთად უკვე არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა და ლიგა 1-ი. ქართველ ფეხბურთელს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს.





