სხვა

14:53 | 6.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მაქს ჰოლოვეი: "ილიამ ისეთი რამ გამიკეთა რაც აქამდე ვერავინ შეძლო, ამიტომ შური უნდა ვიძიო"

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა მაქს ჰოლოვეიმ დიანა ბელბიტას ინტერვი მისცა, სადაც კომენტარი ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის პოტენციურ ბრძოლაზე გააკეთა. ჰავაელის სურვილია ამ ბრძოლაში ილიამ გაიმარჯვოს, რადგან შემდგომში მასთან რევანშის შანსი მიიღოს.

"არავის ვგულშემატკივრობ, მინდა საუკეთესომ გაიმარჯვოს, თუმცათუ საქმე ჩემს არჩევანზე მიდგება, მე ილიასთან რემატჩი მინდა, 100%-ით. ის პირველია, ვინც ისეთი რამ გამიკეთა, რაც აქამდე ვერავინ შეძლო. ასე რომ, ამის გამო შური უნდა ვიძიო", - განაცხადა ჰოლოვეიმ.

მაქს ჰოლოვეი ახლა ბრძოლისთვის ემზადება, რომელსაც შაბათს ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება BMF-ის ქამარზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მაქს ჰოლოვეის ქვემსუბუქ დივიზიონში დაუპირისპირდა და კარიერაში პირველი მებრძოლი გახდა, რომელმაც ჰავაელი გათიშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098327