ფეხბურთი

15:53 | 6.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"გრანადას" მწვრთნელი: "ლუკა გაგნიძე ძალიან კარგად ვარჯიშობს და სათამაშოდ მზადაა"

"გრანადას" მთავარმა მწვრთნელმა პაჩეტამ "დეპორტივოსთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც კომენტარი ლუკა გაგნიძეს შესახებ გააკეთა. ესპანელის თქმით, ქართველი ფეხბურთელი კარგად ვარჯიშობს და სათამაშოდ მზადაა.

"ლუკა ძალიან, ძალიან კარგად ვარჯიშობს, მაგრამ ყველას ძირითადში ვერ ვათამაშებ. მე უნდა გადავწყვიტო, ვინ ითამაშებს. ის მზადაა სათამაშოდ და მეუბნება, რომ თამაში სურს, ისევე როგორც მანუ ტრიგეროსი, რომელიც ასევე ლუკას მსგავსად სათამაშოდ დიდი დრო არ ეძლევა. ეს ძალიან კარგია, რადგან ისინი გუნდს მაშინ ეხმარებიან, როცა სჭირდებათ. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ალტერნატივები იმ სამი ნახევარმცველის შესაცვლელად, რომლებიც გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრები არიან", - განაცხადა პაჩეტამ.

"გრანადა" ესპანეთის ლიგა 2-ში გამოდის და 28 ტურის შემდეგ 32 ქულით მე-17 ადგილზე არიან, ხოლო მომდევნო ტურში 9 მარტს სტუმრად "დეპორტივოს" დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ლუკა გაგნიძე "დინამო მოსკოვის" საკუთრებაა და "გრანადაში" იჯარის წესით 2025 წლის ზაფხულიდან თამაშობს. 23 წლის ქართველმა ანდალუსიური კლუბის მაისურით 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ტავი 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09099