ფეხბურთი

18:07 | 6.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

შესაძლოა ანდრეს ინიესტა მაროკოს ნაკრების სპორტულ დირექტორად დაინიშნოს

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა შესაძლოა მალე ახალი როლით დაბრუნდეს ფეხბურთში.

როგორც არაერთი ცნობილი გამოცემა იუწყება, მაროკოს ფეხბურთის ფედერაციასა და ინიესტას შორის მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და შესაძლოა ლეგენდარული ესპანელი მაროკოს სპორტულ დირექტორად დაინიშნოს.

გარდა ამისა მაროკოს ნაკრები ახალი მწვრთნელის ძიებაშია და ერთ-ერთ კანდიდატად ესპანელი ხავი ერნანდესი სახელდება. ამრიგად ფედერაციაში მიაჩნიათ, რომ ინიესტას დანიშვნის შემდეგ, ხავის დათანხმება ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ბევრად მარტივი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მაროკოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვალიდ რეგრაგიმ ოფიციალურად დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.177129