ავსტრიის გრან პრიზე ვაჟა მარგველაშვილს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს.
მარგველაშვილმა (66 კგ) იაპონელი ჯინ საკამოტო და ბრიტანელი მაიკლ ფრაიერი დაამარცხა, შემდეგ ყაზახ გუსმან კირგიზბაიევთან წააგო, მაგრამ რეპეშაჟის პირველ წრეში მოლდოველ დენის ვიერუს აჯობა და მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ესპანელი დავიდ გარსია ტორნე იქნება.
ამავე წონაში დღეს თორნიკე გიგაურმა იასპარეზა, რომელიც პირველ წრეში სერბ მატია იერემიჩთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ავსტრიის გრან პრიზე საქართველო 11 ძიუდოისტითაა წარმოდგენილი, რომლებიც 7-8 მარტს იასპარეზებენ.







