ფეხბურთი

19:12 | 6.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ალ-ნასრის" მწვრთნელი: "რონალდუს ტრავმა უფრო სერიოზულია, ვიდრე ველოდით"

„ალ-ნასრის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა დაადასტურა, რომ კრიშტიანუ რონალდუს ტრავმა იმაზე სერიოზულია, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

როგორც პორტუგალიელმა სპეციალისტმა თქვა, რონალდუ ტრავმის სამკურნალოდ ესპანეთში გაემგზავრება.

„ტესტების შემდეგ დავადგინეთ, რომ რონალდუს ტრავმა მოსალოდნელზე უფრო სერიოზულია. კრიშტიანუ ესპანეთში გაემგზავრება, ისევე, როგორც სხვა ფეხბურთელები, რომლებიც ტრავმის სამკურნალოდ იმყოფებოდნენ. მის ტრავმას პირად თერაპევტთან მკურნალობა დასჭირდება. ვიმედოვნებთ, რომ სწრაფად დაგვიბრუნდება და გუნდს დაეხმარება“, - თქვა ჟორჟე ჟეზუშმა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს საუდის არაბეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 2-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174185