ფეხბურთი

20:03 | 6.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯესი ლინგარდი ბრაზილიურ გუნდში გადავიდა

ინგლისელი ფეხბურთელი ჯესი ლინგარდი კარიერას „კორინთიანსში“ გააგრძელებს. მხარეებს შორის ერთწლიან კონტრაქტზე, გახანგრძლივების ვარიანტით შეთანხმება მიღწეულია და ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ლინგარდი ბრაზილიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზებები MLS-ის კლუბებისგანაც ჰქონდა.

33 წლის ჯესი ლინგარდი ბოლოს სამხრეთკორეულ „სეულში“ თამაშობდა, რომლის მაისურით 67 მატჩში 19 გოლი გაიტანა. მანამდე არაერთგან ითამაშა - „ნოტინგემში“, „ვესტ ჰემში“, „დერბიში“, „ბრაიტონში“, „ბირმინგემში“, „ლესტერსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17143