საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტური ცენტრალური მატჩით დაიწყო, რომელშიც გასული სეზონის მთავარი კონკურენტები, „იბერია“ და „დილა“ დაუპირისპირდნენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი დაძაბული გამოდგა, რომელშიც მოქმედმა ჩემპიონმა 1:0 გაიმარჯვა.
შეხვედრის ბედი გიორგი ჯინჯოლავამ გადაწყვიტა, რომელმაც 64-ე წუთზე პენალტით დალაშქრა სტუმართა კარი. დარჩენილ დროში გუნდების მცდელობის მიუხედავად, ანგარიში არ შეცვლილა.
„იბერიას“ 3 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „ტორპედოს“ შეხვდება, ხოლო „დილამ“ სეზონი მარცხით დაიწყო, წინ „მეშახტესთან“ თამაში აქვს.





