ყირგიზულ „ტოკტოგულში“ ფანტასტიკური დებიუტი ჰქონდა სოლომონ კვირკველიას, რომელმაც დუბლი შეასრულა.
ქართველი მცველი ყირგიზულ გუნდს ზამთარში შეუერთდა და ჩემპიონატის პირველივე მატჩში „ილბირსის“ კარი ორჯერ დალაშქრა. სოლომონმა ორივე გოლი თავური დარტყმით გაიტანა.
მან ჯერ 53-ე წუთზე გაიტანა და წონასწორობა აღადგინა, როცა ანგარიში 1:1 გახადა, ხოლო 15 წუთში დუბლი გაიფორმა, ამჯერად მის აქტივში გამარჯვების გოლი იყო - 3:2.
„ტოკტოგული“ მეორე ტურის მატჩს 14 მარტს, „ბარსის“ წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.







