„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურში საკუთარ მოედანზე „მონაკოსთან“ დამარცხდა.
ლუის ენრიკეს გუნდი შარნშანდელივით ძლევამოსილი არაა და მიმდინარე სეზონში უჭირს დომინირება, „მონაკოსთან“ კი, რომელიც ჩემპიონთა ლიგიდან ცოტა ხნის წინ ძივს გააგდო, ლიგა 1-ში მეორედ წააგო. ამჯერად პარიზში.
27-ე წუთზე „თავადები“ უორენ ზაირ-ემერის შეცდომის შედეგად მაგნის აკლიუშმა დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში ალექსანდრ გოლოვინმა სხვაობა გააორმაგა, რასაც 71-ე წუთზე ბრედლი ბარკოლამ უპასუხა, მაგრამ ორ წუთში ფლორინ ბალოგუნმა სტუმართა ორბურთიანი უპირატესობა დააბრუნა - 1:3. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.
ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ თავი ვერაფრით გამოიჩინა და მე-60 წუთზე უსმან დემბელემ შეცვალა.
ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ყველა ტურნირზე ქართველის მონაგარი 33 შეხვედრაში 9 გოლი და 6 საგოლე პასია.
„პარი სენ-ჟერმენი“ 57 ქულით ლიდერია, „ლანსს“ ოთხი ქულით უსწრებს, რომელსაც არ ტურში ჯერ არ უთამაშა. პსჟ მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე „ჩელსისთან“ გამართავს, ხოლო ლიგა 1-ში 21 მარტს, „ნიცას“ ესტუმრება.





