ფეხბურთი

2:02 | 7.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი თასზეც არ ათამაშეს, "ლივერპული" მეოთხედფინალში გავიდა

ინგლისის ასოციაციის თასის მერვედფინალში „ლივერპულმა“ „ვულვზი“ სტუმრად 3:1 დაამარცხა და სამი დღის წინ პრემიერლიგაში მარცხისთვის რევანში აიღო.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმის დასაწყისში არნე სლოტის გუნდი ენდრიუ რობერტსონის და მოჰამედ სალაჰის გოლებით 2:0 დაწინაურდა. შემდეგ კერტის ჯონსმა მესამე გოლი შეაგდო და ყველაფერი მოიგო.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე „ვულვზმა“ პრესტიჟის გოლი გაიტანა და საბოლოოდ 1:3.

გიორგი მამარდაშვილს სათასო მატჩშიც არ მისცემია თამაშის შანსი, სათადარიგო სკამზე იყო. ქართველ მეკარეს მიმდინარე სეზონში 11 მატჩი აქვს ჩატარებული - 5 პრემიერლიგაში, 4 ჩემპიონთა ლიგაზე და თითო ასოციაციის თასსა და ინგლისის თასზე.

„ლივერპულის“ მეტოქე ასოციაციის თასის მეოთხედფინალში მოგვიანებით გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088887